ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი მიმდინარეობს სამუშაო გარემოში.სასწავლო პროექტის დაგეგმვის ფარგლებში განვსაზღვრე სტანდარტები და ინდიკატორები,ჯერ მოვიძიე სტანდარტები და ინდიკატორები ჩავსვი საქაღალდეში (კურსის რესურსებში),რომელიც შემდეგ გადავიტანე სასწავლო პროექტის გეგმაში,ასევე განვსაზღვრე მიზნები (მიზნები დავუკავშირეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს) და ჩავსვი სასწავლო პროექტის გეგმაში. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  შევასრულეთ დავალება
წყვილებში,ჩამოვწერეთ გონებრივი იერიშის კითხვები და შევავსეთ. ტრენინგი არის საინტერესო და ნაყოფიერი.
   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ზოგადი: 1.  რომელი ქვეყნით დაინტერესდი და რატომ?
                  2. რატომ ინტერესდება ადამიანი სხვა ქვეყნის კულტურით?
                  3. როგორ ასახავს ხელოვნება ისტორიას,საზოგადოებას და კულტურას?
თემატური: 1. რა მსგავსება და განსხვავებაა სხვადასხვა ქვეყნის და ეპოქის                   
                       არქიტექტურაში?
                     2. რომელი არქიტექტორის ნამუშევრებს იცნობ?
შინაარსობრივი:  1. ვინ იყვნენ სხვადასხვა ქვეყნისა და დროის ცნობილი
                               არქიტექტორები?
                                 2. დაასახელე კონკრეტული ქვეყნის და ეპოქის არქიტექტურის
                                  ნიმუშები.
                                                           

Comments

  1. ქალბატონო მაია, გთხოვთ, მიმართულების მიმცემი შეკითხვები დაწეროთ.

    ReplyDelete
  2. მომეწონა თქვენი მიმართულების მიმცემი კითხვები.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეექვსე დღის რეფლექსია

მერვე დღის რეფლექსია