Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ საუბარი ფასილიტაციაზე,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით.ვისაუბრეთ რესურსების შექმნაზე.ჩვენი პორტფოლიო ავტვირტეთ ვებგვერძე,დავათვალიერეთ  პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობა,რომელიც შევასრულეთ ტრენინგის განმავლობაში.ჩემს პორთფოლიოში გამოვასწორე ხარვეზები.ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შფასების რუბრიკა,მან აღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია,მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ესეიგი პორთფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის,რომ ტრენინგი გავლილად ჩაგვეთვალოს მინიმუმ 30 ქულის დაგროვებაა საჭირო.იმედია ჩემი პორთფოლიო შეფასდება დადებითად.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს,ტრენერს მადლობას ვუხდი გაწეული მუშაობისთვის.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ,დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

ჩემი პროექტის გეგმაში შევიტანე სპეციალური საჭიროების მქონე და ნიჭიერი მოსწავლეებზე მორგებული აქტივობები.ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 6: პედაგოგიური პრაქტიკა (მოსწავლეტა განსხვავებული საჭიროებების გათველისწინება).ვიმუშავეთ google.forms -ში,შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ჩავსვით ბლოგში.შევქმენით პადლეტი,რომელსაც გამოვიყენებთ გონებრივი იერიშისთვი,იდეების გენერირებისთვის .ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და შევქმენით ფასილიტაციის რესურსები. ტრენინგი იყო საინტერესო,ვისწავლე ბევრი რამ,მადლობა ნინოს.

გონებრივი იერიშის გვერდი

Image

მოსწავლეთა გამოკითხვა პროექტისთვის

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო ნაყოფიერი,ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 4,რესურსებში მოვიძიეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ საქაღალდეში.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,ვიუვერიდან ჩამოვტვირთეთ რუბრიკები და მოვარგე ჩემს პროექტს,ასევე შევინახე საქაღალდეში.წავიკითხეთ  მეოთხე მოდულის აქტივობა 1 და აქტივობა 2.(მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება და მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა) ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე .შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. ტრენერმა ჩაგვიტარა მინი-ლექცია ინდივიდუალურ განსხვავებებზე სწავლის დროს.საინტერესო იყო ტრენინგი.

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე იყო დატვირთული,პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე და გავხადეთ საჯარო,გამზადებული პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე,მბედ კოდის საშუალებით.ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე და მათ კანონიერ გამოყენებაზე,გავაკეთეთ ტესტი-საავტორო უფლებები.ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 4,სასწავლო ნიმუშების შექმნა,რესურსებში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე.მადლობა ნინოს.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე შეფასების სტრატეგიებზე,სადაც გავწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 2 და ნაბიჯი 3, განვიხილეთ წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები,გრაფიკული ორგანაიზერები,პროექტის გეგმები,დღიური,წერითი და ზეპირი ტესტები,მოსწავლეთა კონფერენცია და მოვათავსეთ შეფასების სტრატეგიებში.ვიმუშავეთ შეფასების მოკლე მონახაზზე და პროექტის გეგმაში შევიტანე მიზნები. პოვერ ფოინტში გავაკეთე პრეზენტაცია და მოვათავსე პორტფოლიოს დამხმარეში. ტრენერი გვიხსნის ძალიან კარგად,არ ტოვებს კითხვას პასუხის გარეშე. ბევრი სიახლეა ჩემთვის და ტრენინგი მიმდინარეობს საინტერესოდ.

მეოთხე დღის ტრენინგის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ტრენერი გვესაუბრა სწავლა სწავლების ხარისხის მართვაზე,ვიუვერში მოვიძიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,შეფასების  მოსწავლეთა საჭიროების შეფასების  დასადგენად ვისაუბრეთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებაზე.შეფასების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით მასწავლებელი ავლენს მოსწავლეთა საჭიროებებს.ტრენინგი იყო ნაყოფიერი და საინტერესო,მადლობა ნინოს.

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი მიმდინარეობს სამუშაო გარემოში.სასწავლო პროექტის დაგეგმვის ფარგლებში განვსაზღვრე სტანდარტები და ინდიკატორები,ჯერ მოვიძიე სტანდარტები და ინდიკატორები ჩავსვი საქაღალდეში (კურსის რესურსებში),რომელიც შემდეგ გადავიტანე სასწავლო პროექტის გეგმაში,ასევე განვსაზღვრე მიზნები (მიზნები დავუკავშირეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს) და ჩავსვი სასწავლო პროექტის გეგმაში. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  შევასრულეთ დავალება წყვილებში,ჩამოვწერეთ გონებრივი იერიშის კითხვები და შევავსეთ. ტრენინგი არის საინტერესო და ნაყოფიერი.    მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი: 1.  რომელი ქვეყნით დაინტერესდი და რატომ?                   2. რატომ ინტერესდება ადამიანი სხვა ქვეყნის კულტურით?                   3. როგორ ასახავს ხელოვნება ისტორიას,საზოგადოებას და კულტურას? თემატური: 1. რა მსგავსება და განსხვავებაა სხვადასხვა ქვეყნის და ეპოქის                                           არქიტექტურაში?                      2. რომე

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი მიმდინარეობდა სასიამოვნო გარემოში, ჩემი პროექტისთვის შევადგინე საინფორმაციო ბუკლეტი,სადაც ჩავსვი სურათი,ასევე მოვახდინე რედაქტირება,მოვარგე ჩარჩო და სხვადასხვა ეფექტები.საინფორმაციო ბუკლეტის დამზადებას გავაგრძელებ შემდეგ ტრენინგზე. ვიუვერის საშუალებით გავეცანით გამოცემის მომზადების ჩეკლისტს. გავეცანით საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებებს,სწავლების პროცესში ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებას.     ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

პირველი დღის რეფლექსია

        განვიხილეთ  საორგანიზაციო საკითხები, გავეცანი ვიუვერი-ელექტრონულ სახელმძღვანელოს,შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, გავაკეთეთ გამოკითხვა "გონებრივი იერიში", შევქმენი ბლოგი,სადაც შემდეგ ეტაპზე განვათავსებ ჩემს პორტფოლიოს.განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,21 საუკუნის უნარ-ჩვევები,რომელიც მოვათავსეთ პორთფოლიოში,კურსის რესურსების საქაღალდეში,ტრენერმა დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეკლისტი,რომელსაც ტრენინგის განმავლობაში შევავსებ. ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო,ტრენინგის განმავლობაში მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესშიც.