Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ საუბარი ფასილიტაციაზე,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით.ვისაუბრეთ რესურსების შექმნაზე.ჩვენი პორტფოლიო ავტვირტეთ ვებგვერძე,დავათვალიერეთ  პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობა,რომელიც შევასრულეთ ტრენინგის განმავლობაში.ჩემს პორთფოლიოში გამოვასწორე ხარვეზები.ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შფასების რუბრიკა,მან აღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია,მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ესეიგი პორთფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის,რომ ტრენინგი გავლილად ჩაგვეთვალოს მინიმუმ 30 ქულის დაგროვებაა საჭირო.იმედია ჩემი პორთფოლიო შეფასდება დადებითად.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს,ტრენერს მადლობას ვუხდი გაწეული მუშაობისთვის.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ,დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

ჩემი პროექტის გეგმაში შევიტანე სპეციალური საჭიროების მქონე და ნიჭიერი მოსწავლეებზე მორგებული აქტივობები.ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 6: პედაგოგიური პრაქტიკა (მოსწავლეტა განსხვავებული საჭიროებების გათველისწინება).ვიმუშავეთ google.forms -ში,შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ჩავსვით ბლოგში.შევქმენით პადლეტი,რომელსაც გამოვიყენებთ გონებრივი იერიშისთვი,იდეების გენერირებისთვის .ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და შევქმენით ფასილიტაციის რესურსები. ტრენინგი იყო საინტერესო,ვისწავლე ბევრი რამ,მადლობა ნინოს.

გონებრივი იერიშის გვერდი

Image

მოსწავლეთა გამოკითხვა პროექტისთვის

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო ნაყოფიერი,ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 4,რესურსებში მოვიძიეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ საქაღალდეში.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,ვიუვერიდან ჩამოვტვირთეთ რუბრიკები და მოვარგე ჩემს პროექტს,ასევე შევინახე საქაღალდეში.წავიკითხეთ  მეოთხე მოდულის აქტივობა 1 და აქტივობა 2.(მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება და მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა) ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე .შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. ტრენერმა ჩაგვიტარა მინი-ლექცია ინდივიდუალურ განსხვავებებზე სწავლის დროს.საინტერესო იყო ტრენინგი.

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე იყო დატვირთული,პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე და გავხადეთ საჯარო,გამზადებული პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე,მბედ კოდის საშუალებით.ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე და მათ კანონიერ გამოყენებაზე,გავაკეთეთ ტესტი-საავტორო უფლებები.ვიუვერში წავიკითხეთ მოდული 4,სასწავლო ნიმუშების შექმნა,რესურსებში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე.მადლობა ნინოს.